საბერძნეთში  გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს სამშობლოში ზეგ  ჩამოასვენებენ

საბერძნეთში გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს სამშობლოში ზეგ ჩამოასვენებენ

10-07-2025 22:51
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 3358

საბერძნეთში გარდაცვლილ  ქართველ ემიგრანტს, ჯულია  თოდუას სამშობლოში  შაბათს, 12 ივლისს  ჩამოასვენებენ,-ამის შესახებ” გურია ნიუსს” ოჯახის წევრმა განუცხადა.

“ისეთ ტკივილს განვიცდით სიტყვები ზედმეტია…. ჩემი დედიკო…. მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ცხოვრება დაუნდობელი აღმოჩნდა. ჩემი სიცოცხლით სავსე დედიკომ სული ემიგრაციაში დალია. ზეგ მოხდება ჩამოსვენება. დედას ხობში, სოფელ ჭალადიდში დავკრძალავთ”, - განუცხადა “გურია ნიუსს” გარდაცვლილის შვილმა.

შეგახსენებთ, ქართველი ემიგრანტი, 49 წლის ჯულია თოდუა, საბერძნეთში 1 ივლისს, მოულოდნელად გარდაიცვალა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე