საბინა ჩუდიჩი - საქართველოში დღეს არ არსებობს დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, ნული მტკიცებულება გვაქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი იყოს

საბინა ჩუდიჩი - საქართველოში დღეს არ არსებობს დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, ნული მტკიცებულება გვაქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი იყოს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 106

საქართველოში დღეს არ არსებობს დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც უზარმაზარი და სახიფათო ზეწოლის ქვეშ არ იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებელმა, საბინა ჩუდიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება დიდი გამოწვევების წინაშეა და „ოდესღაც აყვავებული და რეგიონში ყველაზე იმედისმომცემი“ სამოქალაქო საზოგადოება ახლა არსებობის საფრთხის წინაშეა.

საბინა ჩუდიჩმა 4 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით,  არ არსებობს მტკიცებულება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი იყოს.თუ შევხედავთ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, რომლებიც საქართველოში ახლოვდება - ნული მტკიცებულება გვაქვს, რომ ეს არჩევნები შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობა არ ექნება. უპირველეს ყოვლისა, უდიდესი ზეწოლის გამო, რომლის ქვეშაც იმყოფება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, და მეორე - თანამშრომლობა არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან არჩევნების დაკვირვებაზე. ოდირისთვის მოწვევა გვიან გაიგზავნა, რამაც აზრიანი ზედამხედველობა გამორიცხა და ოდირმა საჭირო უარი თქვა მონაწილეობაზე. და, რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი არ მიიწვიეს არჩევნებზე დაკვირვებისთვის”, - დასძინა მან.

ჩუდიჩმა, ასევე, საკუთარ გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში მედიის მდგომარეობაზე:„საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების შემდეგი ელემენტი ჟურნალისტები და თავისუფალი მედიაა. კიდევ ერთხელ, ვუყურებთ სივრცეს, სადაც ჟურნალისტური თავისუფლებები დახშულია და ჯერ კიდევ ვხედავთ ჟურნალისტებზე თავდასხმებს. გამოვარჩევთ მზია ამაღლობელს, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფება პოლიტიკური ბრალდებებით ციხეში. 60-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც თავდასხმის ქვეშ არის და რომელთა საბანკო ანგარიშებს ემუქრებიან,” - განაცხადა ჩუდიჩმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე