„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, 2021-2025 წლებში, 48 ათასი ლარის 17 ტონა საწვავი გახარჯა - ამ ოდენობით ავტომობილი საშუალოდ  212 500 კილომეტრს გაივლიდა, რაც დედამიწისათვის ხუთჯერ შემოვლის ტოლფასია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, 2021-2025 წლებში, 48 ათასი ლარის 17 ტონა საწვავი გახარჯა - ამ ოდენობით ავტომობილი საშუალოდ 212 500 კილომეტრს გაივლიდა, რაც დედამიწისათვის ხუთჯერ შემოვლის ტოლფასია

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 147

ფოთის საკრებულოს ხარჯებმა, 2021-2025 წლებში, 6 047 527 ლარი შეადგინა, რომლის ძირითადი წილი - 5 167 504 ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობას აფასებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განმარტებით, ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდია 2021 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით.

„ფოთის საკრებულომ საანგარიშო პერიოდში 294,248 ლარის ღირებულების, 106,683 ლიტრი (106.6 ტონა) საწვავი მოიხმარა. გახარჯული საწვავის 15% საკრებულოს თავმჯდომარეზე, ალექსანდრე ტყებუჩავაზე მოდის: მან 2021 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით გახარჯა 48,007 ლარის 17,037 ლიტრი (17 ტონა) საწვავი. საწვავის ამ ოდენობით ავტომობილი საშუალოდ 212,500 კილომეტრს გაივლიდა, რაც დედამიწისათვის ხუთჯერ შემოვლის ტოლფასია;

ფოთის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. საკრებულო ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას;

ფოთის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;

ფოთის საკრებულოს 22 თანამდებობის პირიდან ხარვეზებით დეკლარაცია მხოლოდ ერთმა შეავსო;

საანგარიშო პერიოდში საკრებულოში მოქმედ სამ ფრაქციას ჯამში 8 ინიციატივა ჰქონდა. საკრებულომ ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ექვსივე ინიციატივა დააკმაყოფილა, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორივე ინიციატივა არ გაიზიარა;

ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლის ფონზე, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 1,588,639 ლარი შეადგინა;

ფოთის საკრებულომ 2025 წლის 30 მაისს ისე გააუქმა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომ საბჭოს არ განუხორციელებია არც სამართლებრივი აქტების ანალიზი და არც ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტების პროექტებზე. გენდერული თანასწორობის საბჭოს ნაცვლად შეიქმნა “ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო”.;

ფოთის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ყოველ წელს სტაბილურად მაღალი იყო საკრებულოს სხდომების გაცდენის მაჩვენებელი. ჯამში საკრებულოს წევრებმა სხდომები 239-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 219-ჯერ არასაპატიო მიზეზით;

საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრების სიტყვით გამოსვლის 2024-2025 წლების მონაცემები არ გვაქვს, თუმცა ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო 2022-2023 წლებში. 2023 წელს ამ უფლებით 35 წევრიდან არ უსარგებლია 15 წევრს. მოხსენებით არ წარმსდგარა საკრებულოს 23 წევრი; 2022 წელს კი სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია საკრებულოს 11 წევრს, მოხსენებით არ გამოსულა საკრებულოს 27 წევრი;

საანგარიშო პერიოდში ფოთის მუნიციპალიტეტში არ გამართულა დასახლების არცერთი კრება და ფოთის საკრებულოში დარეგისტრირდა მხოლოდ ერთი პეტიცია,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე