საფრანგეთში პსჟ-ს გამარჯვების აღნიშვნას 2 ადამიანი ემსხვერპლა ხოლო 500 პოლიციამ დააკავა

საფრანგეთში პსჟ-ს გამარჯვების აღნიშვნას 2 ადამიანი ემსხვერპლა ხოლო 500 პოლიციამ დააკავა

02-06-2025 14:19
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 272

ჩემპიონთა ლიგის ფინალში “პარიზ სენ-ჟერმენის” (პსჟ) გამარჯვების საზეიმოდ აღნიშვნის დროს საფრანგეთში პოლიციამ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქსა და მის ფარგლებს გარეთ ხმაურიანი ზეიმი მას შემდეგ დაიწყო, რაც “პარიზ სენ-ჟერმენმა” (პსჟ ) იტალიელი მეტოქე „ინტერი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო.

არეულობის დროს ორი ადამიანი დაიღუპა და 192 დაშავდა.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ პარიზში 20 წლის ახალგაზრდა ავტომობილის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, ქალაქ დაქსში კი 17 წლის ახალგაზრდა დანით მიყენებულ ჭრილობებს ემსხვერპლა.

„გამოძიება დაადგენს, შეიძლება თუ არა პარიზში მომხდარი ზეიმს უკავშირდებოდეს. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ეს ზეიმს უკავშირდება“, - აცხადებენ პოლიციაში.

შანზ-ელიზეს გამზირზე საზეიმო ღონისძიების მონაწილეებმა ავტობუსების გაჩერებები დაამსხვრიეს და სპეცრაზმს პიროტექნიკა ესროლეს. სპეცრაზმმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

არეულობის შედეგად ასობით ხანძრის კერა გაჩნდა, დაიწვა 200-ზე მეტი ავტომობილი, დაშავდა უსაფრთხოების ძალების 22 წევრი და 7 მეხანძრე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე