საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

13 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 239

საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის შესაძლებლობა "შევინარჩუნოთ, რომ ისრაელმა და პალესტინამ ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ".

"ამის დრო მოვიდა. სწორედ ამიტომ, ჩემი ქვეყნის ისტორიული ერთგულების გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართ, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიმართ, ვაცხადებ, რომ დღეს საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, მისი თქმით, „ღაზაში მიმდინარე ომს არაფერი ამართლებს“.

„ეს ომი საბოლოოდ უნდა დავასრულოთ. ეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე