საგამოძიებო სამსახური - დაკავებულია პირი, რომელიც თბილისში, ნაქირავებ ბინაში, სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებსა და ყალბ აქციზურ მარკებს ამზადებდა - ფალსიფიცირებული პროდუქცია გლდანსა და დიდუბე-ჩუღურეთში რეალიზდებოდა

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 15

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების და სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ამზადებდა სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებსა და ყალბ აქციზურ მარკებს, რომლებითაც აღნიშნულ პროდუქციას ეტიკეტირებას უკეთებდა.

ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები შემდგომში რეალიზდებოდა თბილისის ტერიტორიაზე, კერძოდ გლდანისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და კვების დაწესებულებებში.

ჩხრეკის შედეგად ნაქირავები ბინიდან, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილიდან და სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის: Stolichnaya, Nemiroff, Finlandia, Talka, Polus და Хлебная. ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელთან ერთად ამოღებულია ჩამოსასხმელად გამზადებული ცარიელი ბოთლები, ალკოჰოლის დამზადებისა და ჩამოსხმისთვის საჭირო მასალები და ყალბი აქციზური მარკები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილით, 197-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 196-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების დამზადების ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლივიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, 15 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.  ბოლივიის საჰაერო ძალების Hercules-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ელ-ალტოში აეროპორტთან ახლოს გზატკეცილზე ჩამოვარდა და ავტომობილებს შეეჯახა.  თვითმფრინავი დაფრენისას აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების ფონზე ქვეყნის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის დაიხურა. „საზოგადოებას ვთხოვთ, რომ აეროპორტებში არ მივიდნენ“, - ნათქვამია ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე