საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში, სადაც არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს

საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში, სადაც არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს

07-07-2025 11:51
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 990

საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში, სადაც არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს ახვლედიანის სახლთან საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ჯაბა ბიტარიშვილმა განუცხადა, საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე არ პასუხობს მედიას, კონკრეტულად რომელ საათზე მოხდა გასროლა და ნამდვილად ახვლედიანის იარაღით მოხდა თუ არა გასროლა, ასევე ამოღებულია თუ არა რაიმე მტკიცებულება, სამართალდამცველი განმარტავს, რომ დამატებით ვერაფერს იტყვის.

„გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე და 238-ე მუხლებით. დაკავებულია ერთი პიროვნება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. კი, მუშაობენ [ექსპერტ კრიმინალისტები]. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მეტ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა ჯაბა ბიტარიშვილმა.

ფოტო: IPN



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე