საგარეო საქმეთა სამინისტრო - ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულო ამოქმედდება

საგარეო საქმეთა სამინისტრო - ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულო ამოქმედდება

22-03-2025 19:12
კატეგორიები: საზოგადოება

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულო ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, გენერალური საკონსულოს გახსნისთვის საჭირო პროცედურები პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 11 თებერვალს დასრულდა.

„გენერალურ საკონსულოს იოსებ ხახალეიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება.

გენერალური საკონსულო დაფარავს შემდეგ ოლქებს: ლუბესკიე, მალოპოლსკი, პოდკარპაცკი, შვიეტოკშისკი. გენერალური საკონსულო კრაკოვში იქნება განთავსებული და გახსნის ოფიციალური ცერემონია უახლოეს მომავალში გაიმართება. გენერალური საკონსულო მომსახურებას გაუწევს ზემოაღნიშნულ საკონსულო ოლქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 603


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე