საგარეო უწყება: აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნაზე ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა

საგარეო უწყება: აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნაზე ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა

19 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 61

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტანკერ „Marinera“-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია უწყებაში ამ ეტაპზე არ შესულა.

უწყების ცნობით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის ეკიპაჟში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს.

„2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“, — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. მათივე ცნობით, ტანკერის ეკიპაჟი 28 ადამიანისგან შედგება, საიდანაც 20 უკრაინის მოქალაქეა, ექვსი საქართველოს მოქალაქე (მათ შორის კაპიტანი), ხოლო ორი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელასთან დაკავშირებული, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი „Marinera“ აშშ-მა ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს დააკავა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე