"საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარე - 2024 წელს ავარიის შედეგად 101 ქვეითი გარდაიცვალა, 2025 წლის პირველ კვარტალში კი - 50

"საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარე - 2024 წელს ავარიის შედეგად 101 ქვეითი გარდაიცვალა, 2025 წლის პირველ კვარტალში კი - 50

04-07-2025 21:05
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 598

2024 წელს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 50 - ფაქტობრივად, გამოდის რომ წელს, სამი თვის განმავლობაში, ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა - ამის შესახებ „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის" თავმჯდომარე, ირაკლი იზორიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოხერხდება სიცოცხლის გადარჩენა, კერძოდ, უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება, აუცილებელია ქულათა სისტემის გადახედვა და ის, რომ ვიდეოჯარიმები სიჩქარეზე ქულებს მიებას.

„2024 წელს 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 50. ფაქტობრივად, გამოდის რომ წელს, სამი თვის განმავლობაში, ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა. ძალიან არის გაზრდილი ამ მიმართულებით სტატისტიკა. წლებია ვაკვირდებით ფეხით მოსიარულეების პრობლემებს და წლიდან წლამდე იმატებს. აღსრულების კომპონენტი ძალიან სუსტი იყო ამ მიმართულებით.

2019 წელს იყო მაღალი აღსრულება. დაახლოებით 33 000 ფეხით მოსიარულე დაჯარიმდა საქართველოს მასშტაბით. ამ მაჩვენებელმა წლების განმავლობაში დაიკლო. 2024 წლის მონაცემებით, 2300-მდე ჩამოვიდა. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ 58 ადამიანია დაჯარიმებული, როდესაც 3 თვეში 50 ადამიანი დავკარგეთ. აუცილებელი გახდა კანონმდებლობა გამკაცრებულიყო. სანქციების ასე გახუთმაგება მიზანშეწონილი არ იყო, მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოვახერხებთ სიცოცხლის გადარჩენას, მთელი რიგი მიმართულებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება. აუცილებელია ქულათა სისტემის გადახედვა, ვიდეოჯარიმები სიჩქარეზე ქულებს უნდა მიებას, მძღოლებს ქულები უნდა აკლდებოდეთ“,- აღნიშნა იზორიამ მედიჰოლდინგ „კვირაში“.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე