სახალხო დამცველი რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმყოფებოდა

სახალხო დამცველი რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმყოფებოდა

25-11-2024 21:16
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1897

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ეწვია და ადგილზე გაეცნო დაწესებულებაში განთავსებულ პაციენტთა უფლებრივ მდგომარეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა ფსიქიატრიული დაწესებულების გარე და შიდა ინფრასტრუქტურა, ეზო, სანიტარული კვანძები, ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცე; ასევე გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას და თანამშრომლებს.

„სტაციონარში ამ ეტაპზე 22 პაციენტია განთავსებული. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის განახლების საჭიროებაზე, ფსიქიატრიის სფეროში პერსონალის ზრდის აუცილებლობაზე, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, სათანადო კვების უზრუნველყოფაზე, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საკითხებზე, ასევე, კონფიდენციალობისა და პაციენტთა პირადი სივრცის დაცვის მნიშვნელობაზე.

სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას“, - ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე