სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების ევროპული ქსელის ორგანიზებით ბრიუსელში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების ევროპული ქსელის ორგანიზებით ბრიუსელში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

8 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 187

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიუსელში, ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღალი დონის შეხვედრაში ევროკავშირის გაფართოების პროცესში ძირითადი უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დაცვის მიმართულებით ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლზე ისაუბრეს.

„ღონისძიებაზე ევროკავშირის გაფართოების ქვეყნებისა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ეროვნული ინსტიტუციების ხელმძღვანელებმა, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და სხვა შესაბამისმა აქტორებმა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები - ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და კანონის უზენაესობის საკითხები, ასევე მიმდინარე გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაუსვეს ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტების საჭიროებას, რომლებსაც შეუძლიათ ფუნდამენტური უფლებების დაცვა და კონტროლისა და ბალანსის გაძლიერება.

პანელურ დისკუსიებზე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუციების როლის შემდგომი შესწავლის მიზნებისთვის ევროკავშირის გაფართოების პროცესში: ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუციების როლის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის სტრატეგიული დიალოგისა და გაძლიერებული პარტნიორობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ლიდერთა ფორუმი ცვალებად (ძირითადად მტრულ) გარემოში ადამიანის უფლებათა დასაცავად ახალი გზების ძიებას მიეძღვნა. ყურადღება გამახვილდა ასევე, ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების წინაშე არსებულ სირთულეებზე, საერთო ღირებულებებსა და მისიაზე.

მონაწილეებმა სესიებზე ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები გაუზიარეს. მათ შორის, ისაუბრეს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების აკრედიტაციის საკითხებზე, ინსტიტუტებისთვის პოლიტიკური თავდასხმებისგან თავდაცვაზე, სოციალურ მედიაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე და სხვა გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათზე რეაგირების საკითხებზე.

ფორუმზე ასევე განიხილეს ქსელის ახალი სტრატეგიული გეგმის განხორციელების დეტალები, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საქმიანობაში მრავალი მანდატის ინტეგრირების, პრიორიტეტების გამოკვეთისა და მუშაობის მეთოდების შეფასების მექანიზმები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე