საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ

03-10-2023 02:12
კატეგორიები: COVID-19

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.

შესაბამის ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად პრეზიდენტი ავრცელებს.

„ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

თამარ ჩუგოშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერია, ხოლო მაია კოპალეიშვილი სხვადასხვა წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო. ის ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც.

პოსტი ნახა: 385


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!