სალომე სამადაშვილი - ელენე ხოშტარიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ რეპრესიული რუსული რეჟიმი გვმართავს

სალომე სამადაშვილი - ელენე ხოშტარიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ რეპრესიული რუსული რეჟიმი გვმართავს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 116

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების რეჟიმს“ ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს.

„კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმიტომ, რომ დაუსჯელი რჩებიან კალაძის შტაბის მოძალადეები, რომლებიც ხალხს დაერივნენ სულ რამდენიმე დღის წინ. კალაძის ფიზიონომიის ამსახველი პლაკატის დაზიანებისთვის უკვე მეორე ადამიანი დააპატიმრეს, ამჯერად პოლიტიკოსი. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ამ რეჟიმს ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს. ისინი არიან შეშინებულები, დამფრთხალები და ყველანაირი წინააღმდეგობა, ეს იქნება საარჩევნო პროცესში, ქუჩაში თუ სხვაგან, არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი. ეს ნიშანი უნდა იყოს ყველასთვის, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით დავუპირისპირდეთ ამ კორუმპირებულ რეჟიმს და პირველ რიგში არ დავუშვათ კორუმპირებული კახი კალაძე გახდეს თბილისის მერი მესამე ვადით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე