სალომე სამადაშვილი - ერთადერთი წერტილი, საიდანაც რეალურად დაიწყება ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა ეს იქნება ახალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები

სალომე სამადაშვილი - ერთადერთი წერტილი, საიდანაც რეალურად დაიწყება ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა ეს იქნება ახალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 144

სამადაშვილის თქმით, ევროპულ დღის წესრიგში საქართველოს დაბრუნება ახალი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებით დაიწყება.

„ვფიქრობ, ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამ განცხადებამ სიტყვა-სიტყვით დაადასტურა ის პოზიცია, რაც „ლელოს“ გვქონდა, როდესაც ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი თეორიული შესაძლებლობაც კი, რომ ადგილობრივი არჩევნების გზით „ქართული ოცნება“ შეეცადოს რაიმე ტიპის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას. ამ განცხადებამ დაადასტურა, რომ დღევანდელ არალეგიტიმურ რეჟიმთან ურთიერთობების გადატვირთვის არანაირი რესურსი არ არსებობს, თუ ის გააგრძელებს ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ერთადერთი წერტილი, საიდანაც რეალურად დაიწყება ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ევროპულ დღის წესრიგში საქართველოს დაბრუნება, ეს იქნება ახალი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე