სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველო დააბრუნოს რუსეთის სრული პოლიტიკური მმართველობის ქვეშ - შალვა პაპუაშვილის მხრიდან იუნკერებზე საუბარი ცინიზმი და იუნკერთა ხსოვნის შეურაცხყოფაა

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 23

„ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველო დააბრუნოს რუსეთის სრული პოლიტიკური მმართველობის ქვეშ და გააუქმოს ქვეყნის სუვერენიტეტი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იუნკერების ხსოვნისადმი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაწერილს პოსტს.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, იუნკერებზე შალვა პაპუაშვილის მხრიდან საუბარი ცინიზმი, საქართველოს მოქალაქეების დაცინვა და იუნკერთა ხსოვნის შეურაცხყოფაა. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს დღეს რუსეთის დავალებით მართავს.

„ეს რეჟიმი ქვეყანას მართავს რუსეთის დავალებით, რუსეთის დღის წესრიგის შესასრულებლად და არის, ფაქტობრივად, სულიერი მემკვიდრე სწორედ იმ ხალხის, ვინც 20-იან წლებში გაანადგურა საქართველო, მათ შორის იზიარებენ იმ განწყობას, რომ საქართველომ დამოუკიდებლად, სუვერენულ, ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ვერ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, როგორც ამას ფიქრობდნენ სწორედ მარო მაყაშვილის მკვლელები. ცხადია, რომ ეს ხალხი ისტორიას სწორად ვერასდროს შეაფასებს იმიტომ, რომ ისინი თავად დგანან დღეს ისტორიის არასწორ მხარეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ ევროპულ არჩევანს, რაც ამჟამად არ ხდება, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში „ევროსკოპს“ განუცხადა.  შეკითხვაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში საუბარია თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პორტზე, მან უპასუხა:  “დახურული დისკუსიების შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ”.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
არ ვარგა სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა - ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს, მან გამოთქვა იმედი, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა, რაც უხარია სააკაშვილს, ის არ უხარია ქართველ ხალხს, - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროკომისიას მიაწოდეს სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით, რაც ადასტურებს, რომ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე