სალომე ზურაბიშვილი - რეჟიმს დღეს, როგორც არასდროს, უნდა რუსთაველის პროტესტი მოსპოს - დღეს, როგორც არასდროს აუცილებელია გავიდეთ რუსთაველზე, ის არის გარანტია, რომ რეჟიმი ჩამოიშლება

სალომე ზურაბიშვილი - რეჟიმს დღეს, როგორც არასდროს, უნდა რუსთაველის პროტესტი მოსპოს - დღეს, როგორც არასდროს აუცილებელია გავიდეთ რუსთაველზე, ის არის გარანტია, რომ რეჟიმი ჩამოიშლება

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 238

დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია ყველანი ერთად გავიდეთ რუსთაველზე. დავდგეთ რუსთაველზე, რადგან რუსთაველი არის დასაცავი, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მომდევნო დღეებში ნებისმიერი შეკრება იქნება გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.

ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა გამოვიდნენ რუსთაველზე და გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი.

„რეჟიმს დღეს, როგორც არასდროს, უნდა მოსპოს რუსთაველის პროტესტი, ამიტომ შსს-ს განცხადება, რომ აქციები არის გუშინდელი აქციის გამოძახება, არის ტყუილი. ეს ჩვენ ვერ შეგვცვლის და ვერ შეგვაშინებს. ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს აუცილებელია ყველანი ერთად გავიდეთ რუსთაველზე. დავდგეთ რუსთაველზე, რადგან რუსთაველი არის დასაცავი. პროტესტი, რომელიც გრძელდებოდა 300-დღეზე მეტი, სადაც ჩვენ ვიცავდით კონსტიტუციას და ევროპულ მომავალს, ჩვენ არ გადავალთ არცერთ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე. ჩვენ ვერ მოგვატყუებთ და ვერ გადაგვიყვანთ სხვა რეჟიმში, ჩვენ ვართ მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ უნდა დავიცვათ რუსთაველი. ის არის იმის გარანტია, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშლება, რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ეს რეჟიმი ბოლოს ჩამოიშლება. რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ამ რეჟიმის იზოლაცია გარედან გაგრძელდება. რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ერთმანეთის გვჯერა და ერთმანეთთან ვართ სოლიდარულები და რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ხვალინდელი მომავალი არის ჩვენი. დადგება დღე არჩევნების, ნამდვილი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების, სადაც მართლაც გავაკეთებთ არჩევანს. დღეს არის დაცვის დღე. ყველას მოგიწოდებთ ერთად გამოვიდეთ და გავაგრძელოთ რამდენიც საჭიროა იქნება და ბოლომდე ეს მშვიდობიანი პროტესტი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე