სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში - მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები გაყინა - ეს სამართლიანობა არ არის, ეს მიზანმიმართული რეპრესიაა

სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში - მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები გაყინა - ეს სამართლიანობა არ არის, ეს მიზანმიმართული რეპრესიაა

9 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 318

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება და მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოყენებულ სასჯელს მიზანმიმართულ რეპრესიად აფასებს.

„ტერორი საქართველოში - მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე გაყინა - აშკარა სასჯელის აქტი. ეს სამართლიანობა არ არის. ეს მიზანმიმართული რეპრესიაა“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს გამოცემა „ბათუმელებმა““გაავრცელა ინფორმაცია, რომ შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც ისინი აცხადებენ, ოფიციალური მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, რომელიც 47 ათას ლარს შეადგენს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე