სამართალდამცავებმა ზუგდიდში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.   მან მაღაზიის თანამშრომელს თანხა იარაღის მუქარით მოსთხოვა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

06-01-2026 11:33
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 78

სამართალდამცავებმა ზუგდიდში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მან მაღაზიის თანამშრომელს თანხა იარაღის მუქარით მოსთხოვა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 იანვარს, ზუგდიდში ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს, იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბ.გ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები - 7 თვეში 20 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსულ სამიზნეებს დავარტყით. სამიზნეებს შორის იყო 532 ტანკი,  2 500 საარტილერიო დანადგარი და ჰაუბიცა, 7 700-მდე სატრანსპორტო საშუალება და 5 500-ზე მეტი მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალება. დრონების ოპერატორებმა ასევე იბრძოლეს 50 000 რუსი ჯარისკაცის წინააღმდეგ.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
Reuters - ძლიერი თოვის გამო პარიზსა და ამსტერდამში საჰაერო, სარკინიგზო და საგზაო მიმოვლა შეფერხდა.  საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ასობით ფრენა გადაიდო. ასევე, ამსტერდამში მატარებლების მოძრობა, ხოლო პარიზში ავტობუსებით მიმოსვლა დროებით შეჩერდა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე