სამიტში ჩემი მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეო ფორმატით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ მხოლოდ ცხრა თვეა, რაც მშვიდობიანად ვცხოვრობთ და ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას“, - აღნიშნა ალიევმა.  მისი თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 33

სამიტში ჩემი მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეო ფორმატით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განვიხილეთ ჩემი მონაწილეობა სამიტში და შევთანხმდით, რომ ვიდეო ფორმატით შევუერთდებოდი. ასევე მინდა აუდიტორიას ვაცნობო, რომ ერთი წლის წინ, პრეზიდენტ კოშტასთან და პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას, მათ მკითხეს ჩემი აზრი სამიტის 2026 წლის მაისში სომხეთში ჩატარების იდეასთან დაკავშირებით. მე მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას და, თავის მხრივ, შევთავაზე შემდეგი სამიტებიდან ერთ-ერთის აზერბაიჯანში ჩატარება დაბალანსებული მიდგომის შესანარჩუნებლად. წინადადება მიღებული იქნა და ამიტომ, წევრებს 2028 წლის მაისში აზერბაიჯანში ვპატიჟებ. სხვათა შორის, სომხეთმაც დაუჭირა მხარი ჩვენს კანდიდატურას. ეს ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა“, - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და სომხეთი 9 თვეა, რაც მშვიდობიანად ცხოვრობენ.

„ჩვენ მხოლოდ ცხრა თვეა, რაც მშვიდობიანად ვცხოვრობთ და ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას“, - აღნიშნა ალიევმა.

მისი თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს.

„მშვიდობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დაკავშირებადობაა. ტრამპის მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთაშორისო მარშრუტი აზერბაიჯანს მის ანკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს. ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილი გახდება. სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს“, - აღნიშნა ალიევმა.

იმედი მაქვს, რომ 2028 წელს მექნება შესაძლებლობა აზერბაიჯანს ვეწვიო, როდესაც იქ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობს, თუმცა დისტანციურად.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. „რუსეთმა 9 მაისს აღლუმი გამოაცხადა, თუმცა ამ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ვერ შეძლებენ აღლუმზე იარაღის წარმოდგენას. შესაძლოა, ამ აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ. ეს აჩვენებს, რომ ისინი აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორებიც ადრე“, - აღნიშნა ზელენსკიმ ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტზე.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე