საპენსიო სააგენტო - 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.3 მილიარდ ლარს მიაღწია

საპენსიო სააგენტო - 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.3 მილიარდ ლარს მიაღწია

11-02-2025 15:35

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ – 6.3 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მილიარდ ლარს მიაღწია.

„აღსანიშნავია, რომ, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 18.7% შეადგინა, იმავე პერიოდში
დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები, შესაბამისად, 16.4% და 14.3% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. იანვრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი – 51.1%, დაბალანსებულში – 30.5%, ხოლო კონსერვატიულში 16.6% იყო“, – ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 367


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!