საპროტესტო აქციაზე დაკავებული ლევან ზაზაძისთვის 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ლევან ზაზაძისთვის 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა

23-04-2025 15:43
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 357

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე, რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას მისი ახლობლებისა და მეგობრების უკმაყოფილება მოჰყვა.

სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ერთი პირი, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ უცენზურო სიტყვებს იყენებდა. ამის შემდეგ მანდატურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური შეხლა -შემოხლა მოხდა, რა დროსაც ერთი პირი შეუძლოდ გახდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და ცდილობენ სიტუაციის განმუხტვას.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე