საპროტესტო აქციების ფონზე, ნეპალის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საპროტესტო აქციების ფონზე, ნეპალის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 147

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ნეპალის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრი გადადგა“, - განუცხადა გამოცემას შარმა ოლის თანაშემწემ.

შარმა ოლი ნეპალის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2024 წლის 15 ივლისიდან იკავებდა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა ნეპალში სამთავრობო კორუფციისა და მთავრობის მიერ სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ნეპალის მთავრობამ რამდენიმე სოციალურ მედია პლატფორმაზე, მათ შორის „ფეისბუქზე“ წვდომა გასულ კვირას დაბლოკა. მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ყალბი ანგარიშების მიერ სხვადასხვა პლატფორმების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა და სოციალურ მედია პლატფორმებს სამთავრობო ორგანოებში რეგისტრაცია დაავალა.

საპროტესტო აქციებზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

დღეს ნეპალის ხელისუფლებამ სოციალურ მედია პლატფორმებზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა, თუმცა პარლამენტის შენობის წინ დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე