საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტში „გახარია საქართველოსთვის“ წევრების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტში „გახარია საქართველოსთვის“ წევრების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

13 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 279

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.

კომიტეტი საკუთარ დასკვნას უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს, სადაც ახალი დეპუტატების შესვლის საკითხს კენჭი ეყრება.

საუბარია 12 უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლის მანდატის ცნობაზე.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ სხვა ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებებისგან განსხვავებით, საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. შესაბამისად, პარლამენტის დღის წესრიგში მათი გამოკლებული წევრების უფლებამონაცვლეთა ცნობის საკითხი დადგა.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტის გამოკლებული წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ადგილმონაცვლე არის გელა აბულაძე, ანა ბუჩუკურის ადგილმონაცვლე - ჯემალ ანანიძე, ბექა ლილუაშვილის ადგილმონაცვლე - ქეთევან ბაკარაძე, ბერდია სიჭინავას ადგილმონაცვლე - რუსუდან თევზაძე, თეონა აქუბარდიას ადგილმონაცვლე - მალხაზ თორია, ნათია მეზვრიშვილის ადგილმონაცვლე - შალვა კერესელიძე, ლევან გოგიჩაიშვილის ადგილმონაცვლე - სალომე კობალაძე, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე - გიგა ფარულავა, ზვიად ძიძიგურის ადგილმონაცვლე - ვიკა ფილფანი, როინ ქოჩორაშვილის ადგილმონაცვლე - გიორგი შარაშიძე, კახა ქემოკლიძის ადგილმონაცვლე - თამარ ხვედელიანი, ხოლო ზაზა თავაძის ადგილმონაცვლე - სოფიო ხორგუანი.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ - 2 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით შეუწყდათ.

XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში, პარლამენტის 61 ოპოზიციონერ წევრს შეუწყდა. ოპოზიციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების კანონიერება, პარლამენტის ლეგიტიმურობა არ სცნო და პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე