საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები სომხეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები სომხეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

4 საათის წინ
კატეგორიები: სპორტი
პოსტი ნახა: 115

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასის მატჩში ერევანში სომხეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში 3:5 დამარცხდა.

შეხვედრის 23-ე წუთზე ჩვენს ნაკრებს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა — სომხეთის მეკარემ ბურთი მოიგერია, რის შემდეგაც მასპინძლებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და ანგარიში გახსნეს.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველებმა შეტევა გააგრძელეს და ნიკოლოზ დუნდუამ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა 28-ე წუთზე სომხეთის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც წარმატებით გამოიყენეს და კვლავ წინ გავიდნენ.

„ჯვაროსნებმა“ შესვენების შემდეგ სწრაფად აღადგინეს წონასწორობა — 48-ე წუთზე თორნიკე ფილაურის ფლანგური გადაცემა ისევ დუნდუამ დააგვირგვინა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. სომხებმა დარტყმები ზუსტად შეასრულეს და საბოლოოდ 5:3 მოიგეს.

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები უეფა-ს განვითარების თასის ბოლო შეხვედრას 12 მაისს, თბილისის დროით 15:00 საათზე, უზბეკეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. 

წყარო



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე