„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ჩიკვაიძე გიორგი ერაძემ შეცვალა

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ჩიკვაიძე გიორგი ერაძემ შეცვალა

01-09-2025 17:41
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 806

შპს „საქართველოს ფოსტას“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით, ამ პოსტზე გიორგი ერაძე დაინიშნა, რომელსაც საფოსტო და სატრანსპორტო - საექსპედიტორო მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს.

„გიორგი ერაძეს აქვს აკადემიურ ხარისხი საერთაშორისო სამართალში, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს სატვირთო გადაზიდვებში უსაფრთხოების მართვის სისტემის, საინფორმაციო და საავიაციო უსაფრთხოების და სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.

გიორგი ერაძემ კომპანია „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ჩიკვაიძე შეცვალა.

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფოსტა“ არის 100 პროცენტით სახელმწიფო წილობრივი კომპანია. ის არის ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაცია, რომელსაც სერვისცენტრების ყველაზე დიდი ქსელი აქვს. საქართველოს მასშტაბით კომპანიის 80 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. „საქართველოს ფოსტა“ ქვეყნის ლიდერი საფოსტო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე