საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას აღარ კრძალავს. სანაცვლოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილის შემოყვანის აქციზი კონკრეტული თანხით, ანუ ერთ კუბზე 4,5 ლარით განისაზღვრება.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1 საათის წინ
პოსტი ნახა: 17

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას აღარ კრძალავს. სანაცვლოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილის შემოყვანის აქციზი კონკრეტული თანხით, ანუ ერთ კუბზე 4,5 ლარით განისაზღვრება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რაზეც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირანის მიერ ერაყის ტერიტორიულ წყლებში დარტყმის შედეგად საბერძნეთის საკუთრებაში მყოფ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა - ტანკერზე საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა, - ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.  მედიის ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Zefyros-ი ერაყის ტერიტორიულ წყლებში გემიდან გემზე ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა, როდესაც მას, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალებებით დატვირთულმა ირანულმა უპილოტო ნავმა დაარტყა.  თავდასხმის შემდეგ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მისი ლიკვიდაცია ერაყის სახანძრო სამსახურებმა შეძლეს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
თუ ლიბანი „ჰეზბოლას“ თავდასხმებს არ შეაჩერებს, მაშინ ამას ისრაელი თავად გააკეთებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. ისრაელ კაცის ცნობით, მან და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს უბრძანეს, რომ „ლიბანში მოქმედების გაფართოებისთვის მოემზადონ“. ცნობისთვის, ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის განახლების შემდეგ ლიბანში ისრაელის დარტყმების შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე