საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი წუხილის საგანია. ასევე, გვარწმუნებენ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ყულევის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 23

საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი წუხილის საგანია. ასევე, გვარწმუნებენ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ყულევის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩმა განმარტა, რომ მას მოცემულ მომენტში არ შეუძლია იმის თქმა, საკმარისი იქნება თუ არა ეს მტკიცებულებები იმისთვის, რომ ყულევის პორტზე სანქციების დაწესება არ მოხდეს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ სანქციების მეოცე პაკეტზე დისკუსია გრძელდება. ამ მომენტისთვის ერთსულოვნება მიღწეული არ არის. ასევე, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი წუხილის საგანია. ასევე, გვარწმუნებენ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. თუ მოწოდებული ინფორმაცია და მტკიცება იქნება საკმარისი წევრი ქვეყნებისთვის, რათა არ მოხდეს ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურის დასანქცირება, ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წევრი ქვეყნები მიაღწევენ ერთსულოვნებას სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით მალე. ცხადია, ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი. ეს დეზინფორმაციაა. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა განაცხადა.  მისი თქმით, საქართველოს წვლილი იმის უზრუნველყოფაც შეიძლება იყოს, რომ რუსეთმა არ მიიღოს შემოსავალი მისი გაზიდან და ნავთობიდან.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება ეტაპობრივად მოხდება.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე