ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღე გამოცხადდა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
6 იანვარს გლოვის დღე იყო გამოცხადებული დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში. გაუქმდა გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში.