საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით დაინიშნა.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, თოდრაძე აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის წესით შეირჩა.  „საკონკურსო პროცესი ჩაატარა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 მარტის №110 დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, რომელმაც კანდიდატების შეფასების შედეგად გოგიტა თოდრაძე შეარჩია და მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგინა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით დაინიშნა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, თოდრაძე აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის წესით შეირჩა.

„საკონკურსო პროცესი ჩაატარა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 მარტის №110 დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, რომელმაც კანდიდატების შეფასების შედეგად გოგიტა თოდრაძე შეარჩია და მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგინა.

გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. მას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის (სტატისტიკის) და სამართლის მიმართულებით. 2006 წლიდან ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს.

მას აქვს საქსტატში მუშაობის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება. კარიერა დაიწყო 2002 წელს მოსახლეობის აღწერის სამმართველოში ეკონომისტის პოზიციაზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სოციალური ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, თბილისის სტატისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილედ და უფროსად. 2006-2016 წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2016-2018 წლებში — აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2018 წლიდან — აღმასრულებელი დირექტორი.

გოგიტა თოდრაძე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სტატისტიკურ საქმიანობაში. 2017 წლიდან მონაწილეობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში. 2019-2022 წლებში იყო გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი.

2018 წელს არჩეულ იქნა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად, ხოლო 2020-2022 წლებში იმავე ბიუროს თავმჯდომარის პოზიცია ეკავა.

2025 წლის ივნისიდან არის UNECE-ის ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (CES) ბიუროს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2025 წლის სექტემბერში აირჩიეს საერთაშორისო სტატისტიკის ინსტიტუტის (ISI) წევრად.

გარდა ამისა, გოგიტა თოდრაძეს აქვს 15-წლიანი უწყვეტი პედაგოგიური გამოცდილება. 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს სტატისტიკის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2017 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2022 წლიდან — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოთხი წლის ვადით ინიშნება. გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით უფლებამოსილების შესრულებას 2026 წლის 3 მაისიდან შეუდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მე რომ პრეზიდენტის სასახლის შენობის აღება მნდომებოდა, 70 წელს გადაცილებულ, მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალთან ერთად არ დავიწყებდი შენობის შტურმს,- ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ორგანიზებაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ლაშა ბერიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.  ის ჩვენებას, როგორც დაცვის მხარის მოწმე აძლევს.  ბერიძემ მის პროფესიაზე, აქამდე განვლილ გზაზე და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6954 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1734 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1757 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე