საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა იზმითში ჩატარდა და თურქეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 4:1.
რადგან თბილისში თურქეთმა 3:2 მოიგო, ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად საქართველოს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.