საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა სექტემბრის ბოლოსთვის 7.7 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა - 2.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა სექტემბრის ბოლოსთვის 7.7 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა - 2.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა

2 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 63

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 676 ათასი ადამიანია. 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 23,784-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 105.8 მლნ ლარი. ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.

საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 7.7 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.0 მლრდ ლარს გადააჭარბა.

დინამიკური პორტფელი, რომელშიც საერთაშორისო აქციების წილი, სხვა პორტფელებთან შედარებით, ყველაზე მაღალია, სექტემბერში 2.56%-ით გაიზარდა, ხოლო დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა შესაბამისად 1.98% და 1.47%-იანი ზრდები დააფიქსირეს.

წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია:

დინამიკური – 12.0%
დაბალანსებული – 10.3%
კონსერვატიული – 8.9%

აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის კუთხითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.5%-ს აღწევს, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.2% და 11.9%-ს შეადგენენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე