საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის  გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

11-05-2025 15:56
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1031

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, სამართლის დოქტორის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მკვლევრის - ალექსანდრე ტალიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„77 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი - ალექსი ტალიაშვილი - შესანიშნავი მკვლევარი და იურისტი, აკადემიური საბჭოს წევრი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელიც დიდ ძალისხმევას დებდა მომავალი თაობის პროფესიონალთა აღზრდაში, ადამიანი, გამორჩეული პიროვნული თვისებებით, სიბრძნითა და კეთილშობილებით, უნივერსიტეტისა და კოლეგების სიყვარულით.

პროფესორი ალექსი ტალიაშვილი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ორგანოების სამმართველოს უფროსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია და სახელმძღვანელო.

გულისტკივილით ვემშვიდობებით ძვირფას კოლეგას და უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ალექსის ოჯახს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე