საქართველოში 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა

საქართველოში 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა

21-01-2025 15:51
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 781

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათივე ცნობით, 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 140,739 საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

„საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა გრძელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 140,739 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან +22.7%-ია. აღსანიშნავია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების მოგზაურები და რეზიდენტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.

საქართველოში გასულ წელს საუდის არაბეთიდან 88,298 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +21%-ია. ქუვეითიდან კი 2024 წელს 27,277 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +38.9%-ია“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე