საქმიანობა, რომელიც სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევას იწვევს, ავტორიზაციას დაექვემდებარება

საქმიანობა, რომელიც სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევას იწვევს, ავტორიზაციას დაექვემდებარება

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 88

საქმიანობა, რომელიც სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევას იწვევს, ავტორიზაციას დაექვემდებარება. ასევე სავალდებულო იქნება ასეთი საქმიანობის მონიტორინგი, ანგარიშგება და დამოწმება.

შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი იხილავს, რომელიც მთავრობამ მოამზადა.

სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციას გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს, ხოლო საავიაციო საქმიანობების შემთხვევაში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციის გამცემი სუბიექტი სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იქნება.

მთავრობის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 46 იურიდიული პირი ოპერირებს, რომელთა საქმიანობა აღნიშნული კანონის რეგულირების ქვეშ მოექცევა.

ავტორიზაციის გაცემა სავალდებულო იქნება შემდეგი საქმიანობებისთვის: - საწვავის წვა დანადგარებში, რომელთა ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია; მინერალური ზეთის დამუშავება; კოქსის წარმოება; ლითონური მადნის გამოწვა ან აგლომერირება, მათ შორის პელეტიზაცია; თუჯის ან ფოლადის წარმოება, უწყვეტი ჩამოსხმის ჩათვლით, რომლის წარმადობა საათში 2.5 ტონას აღემატება; შავი ლითონების წარმოება ან დამუშავება, რომელთა ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია; პირველადი ალუმინის წარმოება; მეორადი ალუმინის წარმოება, რომლის ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია; ფერადი ლითონების წარმოება ან გადამუშავება, მათ შორის შენადნობის წარმოება, გადამუშავება, სამსხმელო საამქრო და ა.შ. სადაც წვის ერთეულების ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია; ცემენტის კლინკერის წარმოება მბრუნავ გამოწვის ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 500 ტონას, ან სხვა ღუმელში, რომლის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება; კირის წარმოება ან დოლომიტის ან მაგნიუმის კალციაცია მბრუნავ გამოწვის ღუმელებში ან სხვა ღუმელში, რომელთა წარმოების სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება; მინის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება, სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება; კერამიკული (კერძოდ, კრამიტის, აგურის, ცეცხლგამძლე აგურის, ფილის, კერამიკული ნაკეთობის ან ფაიფურის) პროდუქციის წარმოება გამოწვით, სადაც საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 75 ტონას აღემატება; მინერალური ბამბის საიზოლაციო მასალის წარმოება მინის, ქვის (ქანების) ან წიდას გამოყენებით, სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე- ღამეში 20 ტონას აღემატება; თაბაშირის გამოშრობა ან კალციაცია, ან თაბაშირმუყაოს ფილებისა და თაბაშირის სხვა პროდუქციის წარმოება, სადაც წვის ერთეულების ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია; მერქნიდან ან სხვა ბოჭკოვანი მასალებიდან ცელულოზას წარმოება ნახშირორჟანგი ქაღალდის ან მუყაოს წარმოება, დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი წარმადობით; ნახშირბადის შავის წარმოება, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ორგანული ნივთიერებების დანახშირებას, როგორებიც არის ნავთობპროდუქტები, მჟავე გუდრონი, კრეკინგის ქარხნის და ნავთობის გადამუშავების ნარჩენები, სადაც წვის ერთეულების ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია; აზოტმჟავის წარმოება; ადიპინის მჟავის წარმოება; გლიოქსალის და გლიკოსილის მჟავის წარმოება; ამიაკის წარმოება; ორგანული ქიმიური ნივთიერებების წარმოება კრეკინგის, კატალიზური კრეკინგის, ნაწილობრივი ან სრული დაჟანგვის ან მსგავსი პროცესების მეშვეობით, რომლის წარმოების სიმძლავრე დღე-ღამეში 100 ტონაზე მეტია. ნატრიუმის კარბონატის (Na2CO3) და ნატრიუმის ბიკარბონატის (NaHCO3) წარმოება; სათბურის გაზების გადაზიდვა/ტრანსპორტირება გეოლოგიური დასაწყობებისთვის განკუთვნილი მილების მეშვეობით დასაწყობების ტერიტორიაზე ნახშირბადი დიოქდის (CO2) გეოლოგიური დასაწყობება.

სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მიმართულებით სავალდებულო ავტორიზაციას და მონიტორინგს დაექვემდებარება საავიაციო საქმიანობები: - ყველა ფრენა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომიდან აფრინდება ან დაფრინდება.

ამასთან, მოთხოვნები არ გავრცელდება ფრენებზე, რომლებიც სრულდება ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სხვა სახელმწიფოს მმართველი მონარქისა და მისი ოჯახის წევრების, სახელმწიფოს მეთაურების, მთავრობის მეთაურებისა და მინისტრების ტრანსპორტირებისთვის, სადაც ეს დასაბუთებულია შესაბამისი სტატუსის მაჩვენებლით ფრენის გეგმაში; სამხედრო ფრენებზე, რომლებიც შესრულებულია სამხედრო თვითმფრინავით და საბაჟო და საპოლიციო კონტროლის ამოცანებისთვის ფრენები; შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტორიზებულ ფრენებზე, რომელიც დაკავშირებულია საძებნ-სამაშველო საქმიანობასთან, ხანძარსაწინააღმდეგო, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ფრენები; ფრენაზე, რომელიც შესრულებულია მხოლოდ ვიზუალური ფრენის წესებით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-2 დანართის მოთხოვნების შესაბამისად; ფრენები, რომლებიც სრულდება აეროდრომზე, საიდანაც თვითმფრინავი აფრინდა და რომლის დროსაც არ განხორციელებულა შუალედური დაშვება; სასწავლო ფრენები, რომლებიც შესრულებულია მხოლოდ ლიცენზიის ან სერტიფიცირების მისაღებად ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის შემთხვევაში, როდესაც ეს დასაბუთებულია ფრენის გეგმაში შესაბამისი შენიშვნით, რომ ფრენა არ ემსახურება მგზავრების გადაყვანას და/ან ტვირთის გადაზიდვას ან თვითმფრინავის დაყენებას ან გადაყვანას; ფრენები, რომლებიც შესრულებულია მხოლოდ სამეცნიერო კვლევითი მიზნით ან საჰაერო ხომალდის ან საჰაერო თუ სახმელეთო მოწყობილობის შემოწმების, გამოცდის ან სერტიფიცირების მიზნით. ფრენები, რომლებსაც ასრულებენ საჰაერო ხომალდები, რომელთა დამოწმებული მაქსიმალური საფრენი მასა 5 700 კგ-ზე ნაკლებია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე