საქსტატი - 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9,5 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი - 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9,5 პროცენტით გაიზარდა

31-01-2025 16:15
კატეგორიები: ეკონომიკა

საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს საშუალო რეალური ზრდა კი 9.5 პროცენტით განისაზღვრა.

2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

პოსტი ნახა: 545


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე