„საქსტატი“ - იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 153.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.3 %-ით მეტია

„საქსტატი“ - იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 153.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.3 %-ით მეტია

3 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 114

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 153.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.3 %-ით მეტია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის საერთო წილიდან ექსპორტი 3 843.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 8.9 %-ით), ხოლო იმპორტი 10 310.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 10.8 %-ით).

მათივე ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივლისში 6 466.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7 %-ია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე