საქსტატი - ყველაზე მეტი, შემოსავლის 38.1% სურსათზე, სასმელზე და თამბაქოს ნაწარმზე იხარჯება ხოლო ყველაზე ნაკლები განათლებაზე

საქსტატი - ყველაზე მეტი, შემოსავლის 38.1% სურსათზე, სასმელზე და თამბაქოს ნაწარმზე იხარჯება ხოლო ყველაზე ნაკლები განათლებაზე

7 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 137

საქსტატის მონაცემების თანახმად 2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ ოჯახისთვის, წინა წელთან შედარებით, 5.2 %-ით გაიზარდა და 1 736 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 8.2 %-ით გაიზარდა და 540 ლარს გაუტოლდა. 

სამომხმარებლო ფულადი ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება, ყველაზე მეტი 38.1% სურსათზე, სასმელზე და თამბაქოს ნაწარმზე იხარჯება, მეორე ადგილზეა კომუნალურები, მესამეზე ჯანმრთელობა. ყველაზე ნაკლები განათლებაზე იხარჯება.

  • სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე 38.1%
  • საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე 11.6%
  • ჯანმრთელობის დაცვაზე  11.0%
  • ტრანსპორტზე 10.8%
  • ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 5.3%
  • საოჯახო მოხმარების საქონელზე 4.7%
  • განათლებაზე 2.8%   

სხვა სამომხმარებლო ხარჯები 15.6%



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე