სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა

3 საათის წინ
კატეგორიები: სპორტი
პოსტი ნახა: 21

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ქუთაისში გაიმართა.

„ბათუმმა“ ქუთაისის „აია“ 14:10 დაამარცხა და კვლავ, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. პირველი ტაიმი „აიამ“ 10:9 მოიგო. მეორე ტაიმი ბათუმელებმა უკეთესად ჩაატარეს და ერთ-ერთი შეტევის დროს სერგი ჩხაიძემ ლელოს დადებაც მოახერხა, რამაც კლუბს გამარჯვება მოუტანა.

 

 

 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე