სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა

19 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 401

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა აქციაზე დაკავებული 11 პირისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაუქმების თაობაზე არცერთი ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყველა ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა სათითაოდ დააყენეს პატიმრობის გაუქმების ან გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა, მხოლოდ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა დააყენა გირაოს გარეშეც პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა და მოითხოვა, რომ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალდებულის სკამი გირაოს გარეშე დაეტოვებინა.

ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულთა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ირკვევა. მათივე თქმით, მეტიც, საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებაც მთავარი მტკიცებულებაა იმისა, რომ არცერთ პირს, რომლებიც ბრალდებულის სკამზე სხედან, პირდაპირი კავშირი არ უდგინდებათ ორგანიზატორებთან და რომ ზოგადად ბრალდებულებს შორის არანაირი კავშირი არ ვლინდება.

შუამდგომლობების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ნახევარ საათიანი შესვენება გამოაცხადა. სხდომის განახლების შემდგომ მან გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ ყველა ბრალდებული პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე