აქტივისტი ილია ღლონტი საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ილია ღლონტს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
ილია ღლონტი 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.
წყარო: IPN