სასამართლომ ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

06-12-2024 16:58
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

“გაუმარჯოს საქართველოს, სიკვდილი მონებს”,- განაცხადა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია, პარტია “დროას” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს. ნიკა გვარამია ოფისში შესვლას და ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა,რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა. ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კოალიციის ლიდერი დააკავეს.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პოსტი ნახა: 305


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!