თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლაი ბელიკოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.
ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი დეპორტაცია მოხდება და 2 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსვლა აეკრძალება.
შსს მას რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.