შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის, „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე – 2005 წელს დაბადებული ა.მ., 2003 წელს დაბადებული ს.ა., 2003 წელს დაბადებული მ.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.
ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
 
                                 
                         
                         
                         
                 
             
                         
             
             
             
             
             
             
             
             
                 
                