საუთენდის აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა.
პოლიციამ მომხდარს „სერიოზული ინციდენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ადგილზე მუშაობენ.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოებში უზარმაზარი ალი და შავი კვამლი ჩანს.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია:
„ჩვენ ახლა ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურთან ვთანამშრომლობთ და სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.
საზოგადოებას ვთხოვოთ, შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ ტერიტორიას, სანამ სამუშაოები გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.