საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ინტერაქციულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.0% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 96.2% მოდიოდა.
ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქციული ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.