სებ - ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს თებერვალში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა  - ზრდა 3.7%-ია

სებ - ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს თებერვალში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - ზრდა 3.7%-ია

17-03-2025 20:16
კატეგორიები: ეკონომიკა

2025 წლის თებერვლის თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკის თანახმად, გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44%-ს შეადგენს, შესაბამისი 110.7 მლნ აშშ დოლარით.

ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, ზრდა ფიქსირდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც, რაც წლიური 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და თებერვალში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 44.7%-ით შემცირდა.

2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცნობისთვის, 2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.

პოსტი ნახა: 611


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე