არსებული ინფორმაციით სენაკში ორ მოზარდს დენმა დაარტყა. როგორც ადგილობრივები ყვებიან ბავშვები ხიდზე გადადიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ხიდის ქვეშ გაჩერებულ სატვირთო მატარებლის ცისტერნაზე ქუდი ჩაუვარდა.
მოზარდები ვაგონზე გადაძრომის დროს ელექტრო სადენს შეეხნენ. თვითმხილველის თქმით, ბავშვები კონტაქტურები არიან.
ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ფოტო: გურია ნიუსი