სენატორ სტივ დეინსის განცხადებით, მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან „ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით“

სენატორ სტივ დეინსის განცხადებით, მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან „ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით“

30-05-2025 16:34
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 44

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა სტივ დეინსმა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები განიხილეს, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სენატორის X-ის ანგარიშზე ვრცელდება.

„სენატორ სტივ დეინსი დღეს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები განეხილა. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე