სენსაციური აღმოჩენა დმანისში - ნამარხი 1,8 მილიონი წლით თარიღდება

სენსაციური აღმოჩენა დმანისში - ნამარხი 1,8 მილიონი წლით თარიღდება

31-07-2025 15:44
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 920

დმანისის რაიონში სოფელ ოროზმანთან, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით ადრეული ჰომინიდის ქვედა ყბა აღმოაჩინა.

ნამარხი სავარაუდოდ 1,8 მლნ წლით დათარიღებული დმანისის ჰომინიდების ნაშთების თანადროულია. ნაპოვნია ასევე პრეისტორიული ცხოველების ძვლები და პრიმიტიული ქვის იარაღები.

აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის აზრით, ამ აღმოჩენას დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს ადრეული ჰომინიდების ევოლუციის და პირველი განსახლების კვლევისთვის. აღმოჩენილი მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაბინავდება, სადაც გაგრძელდება დეტალური ლაბორატორიული კვლევა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე